დღეს - 02 მაი
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი
- ენები: ინგლისური,ქართული
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ჰოუმერი” (Homer) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ:
Homer-ი არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. კომპანიას წარმოადგენს სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
Homer -ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყველა სიტყვა ძალაშია.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
ანაზღაურება და ბენეფიტები:
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@homer.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “მარკეტინგის მენეჯერი”.
(დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
კომპანიის შესახებ:
Homer-ი არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. კომპანიას წარმოადგენს სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
Homer -ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყველა სიტყვა ძალაშია.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- მარკეტინგული აქტივობების განხორციელება გაწერილი ბიუჯეტის მიხედვით.
- სამოქმედო გეგმის დასახვაში მონაწილეობის მიღება და შეთანხმებული გეგმის აღსრულება.
- საიმიჯო და გაყიდვებზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა, საკომუნიკაციო არხების შერჩევა, კონტენტისა და ვიზუალების შექმნა/განახლება, გეგმის განსაზღვრა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი.
- გარე რეკლამის, სატელევიზიო/რადიო ეთერის, ბეჭდური მედიის და სხვა არხების/ადგილების შერჩევა, კონტენტისა და ვიზუალების შექმნა/განახლება, მუდმივი მონიტორინგი.
- ღონისძიებების კონცეფციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და უზრუნველყოფა ბრენდირებული მასალებით.
- სხვადასხვა მიმართულებების მარკეტინგული მხარდაჭერა: გაყიდვების, ადამიანური რესურსების, PR, გაყიდვების შემდგომი, ადმინისტრაციის, მშენებლობის.
- კრეატიული და ინოვაციური იდეების მოფიქრება მარკეტინგული კამპანიებისთვის, კონტენტ სტრატეგიებისთვისა და სარეკლამო ინიციატივებისთვის, ბრენდის დიფერენცირებისა და აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისათვის.
- მუდმივი ბრეინშტორმინგის სესიების ჩატარება.
- ახალი პროექტების კონცეფციის მომზადება და ბრენდინგი.
- ახალი პროექტების გაყიდვებისთვის საბეჭდი და ელექტრონული მასალების შექმნა: ბინების მოწყობა და დარენდერება, კომპლექსის/უბნის 360 ფოტოები, კორპუსების 360 ფოტოები, გენ გეგმა, კომპლექსის/უბნის რენდერები, ბროშურები, ალბომები, პრეზენტაციები, CRM პროგრამისთვის მასალა, ვებგვერდზე ასატვირთი მასალა.
- ახალი პროექტების ვიდეო (3D, 2D) და ფოტო მასალის მომზადება.
- კომპლექსების მშენებლობის ყოველთვიური ფოტოგადაღება.
- კომპლექსების მაცხოვრებლებისთვის ყოველთვიური სამშენებლო პროგრესის რეპორტების მომზადება.
- დასრულებული კომპლექსების მხარდაჭერა სხვადასხვა ბრენდირებული მასალებით.
- PR ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან კომუნიკაცია (საჭიროების შემთხვევაში).
- პრეს კონფერენციებზე, ფორუმებზე, გამოფენებსა და შეხვედრებზე მონაწილეობისას საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
- კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სატელევიზიო სტუმრობების ორგანიზება.
- ვიდეო გადაღებისთვის მხარდამჭერი მასალის მომზადება და გადაღების ორგანიზება.
- პრეზენტაციების, სტატიების, ბლოგების, ინტერვიუებისა და პრეს რელიზების გავრცელება.
- სათავო, გაყიდვების ოფისების და კომპლექსების სრული ბრენდირება.
- სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია და ოფისების მომარაგება ბრენდირებული მასალებით.
- სათავო და გაყიდვების ოფისების მორთვა საახალწლოდ.
- უშუალი მენეჯერის მიერ მოთხოვნით, კომპანიისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების / მარკეტინგის მიმართულებით);
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კრეატიული აზროვნება, ყურადღება დეტალების მიმართ და ვადების დაცვა;
- მარკეტინგული პროექტებისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
- მარკეტინგული ბიუჯეტის მართვის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
- ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@homer.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “მარკეტინგის მენეჯერი”.
(დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
