დღეს - 02 მაი
სტანდარტი
გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@tempoholding.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი
ჩვენს შესახებ:
Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სქტუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
- მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია - ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორთან და მხარეებს შორის შეთანხმება;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;
- სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
- მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
- თითოეულ მესაკუთრესთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
- თითოეული მესაკუთრის სახელზე კომუნალური სერვისების - ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის - ინდივიდუალური აბონირების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში (სამშენებლო/დეველოპერული კომპანიაში);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე – აუცილებლად);
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და შედეგზე ფოკუსირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS Office, CRM სისტემები) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებული ხელფასი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში;
- მეგობრული და მზარდი გუნდი.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი – 40 საათი კვირაში / 5 სამუშაო დღე;
სამუშაო ადგილი – ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება –გაყიდვების მენეჯერი.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
