03 აპრ - 03 მაი
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • ენები: ქართული
კომპანია ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია ,,ჯითექსი“ 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლებში;
ლოკაცია: თბილისი, ს/ც ისთ ფოინთში.
მაღაზია: Enza Home; Kiabi

ფუნქცია-მოვალეობები
  • მომხმარებლთა მომსახურება და საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურებისა და სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა;
  • კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • პიროვნული კომპეტენციები/უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სასიამოვნო სამუშაო სივრცეს და გუნდურ ატმოსფეროს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „მოლარე-კონსულტანტი სასურველი ლოკაცია“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 აპრილი

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები