დღეს - 30 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
ანაზღაურება - 2000 (net.)
სამუშაო გრაფიკი - 09:30 – 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და წარმოებაში გადამისამართება;
- შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია;
- საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია;
- გადამზიდავების მოძიება, შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება (საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო);
- სატრანსპორტო ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- ექსპორტის დოკუმენტაციის სრულად და სწორად მომზადება (Invoice, Packing List, CMR, ვეტერინარული სერთიფიკატი და სხვა);
- საბაჟო პროცედურების კოორდინაცია და შესაბამისი მოთხოვნების დაცვა;
- კომუნიკაცია დამკვეთებთან, გადამზიდავებთან და ოფიციალურ ორგანოებთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება საბაჟო მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინ. B2).
ვაკანსიის შესახებ დეტალებისთვის და განაცხადის გადმოგზავნისთვის გთხოვთ ექვიოთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/oPrmW
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
