დღეს - 30 აპრ
ვიპ
გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam.zakaidze@orkin.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
კავკასიის ეკოსისტემა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.
დამსაქმებელი კომპანია: შპს კავკასიის ეკოსისტემა - www.cesystem.ge (ძირითადი დამსაქმებელი) www.orkin.ge
ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge
პირობები და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება/პირობები: რეზიუმეს, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71.
გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
- პოტენციურ მყიდველებთან ზარები,შეთავაზების გაგზავნა და შემდეგი მოკითხვა შეხსენება მეილის და ზეპირი კომუნიკაციით
- გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა, გადამოწმება;
- გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან გადაგზავნა;
- პროსპექტინგი (პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა)
- გაყიდვების, შეთავაზებების ფაილის წარმოება (Sales Pipeline დღიურის წარმოება).
- შემოსული მომართვების/ზარების/რეფერალების დამუშავება და მათზე რეგირება;
- დებიტორებთან ურთიერთობა საჭიროების შესაბამისად;
- სასაქონლო-სარეალიზაციო მარაგების ბაზის კონტროლი;
- გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
- წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ მისი კონტროლი;
- პროდუქტის კატალოგზე, აღწერილობაზე და განფასებაზე მუშაობა;
- შემოსავლის ბაზაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარება ბუღალტერიასთან;
- არსებულ რეგულარულ მყიდველებთან ურთიერთობა;
- ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
- MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) სათანადო ცოდნა
- სასურველია მინიმალური (დამწყები) გამოცდილება რელევანტურ სფეროში
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურებრივად წარმოშობილ კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს;
კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდა უნდოდეს რომ მოისმინოს, გაუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები
