დღეს - 29 აპრ
სტანდარტი
ქოსთ კონტროლის მენეჯერი
თბილისი, მთაწმინდა

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა განყოფილების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა განყოფილების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული,თურქული
რესტოაუდიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოსთ კონტროლის სპეციალისტი

ჩვენ ვართ მზარდი ბუღალტრული კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ფინანსური პროცესების გამართვასა და ეფექტურ მართვაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ აღრიცხვა, არამედ კლიენტისთვის რეალური ღირებულების შექმნა — სიზუსტე, გამჭვირვალობა და დროული ინფორმაცია გადაწყვეტილებების მისაღებად.

პოზიციის აღწერა
ქოსთ კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია მარაგების მოძრაობის კონტროლზე, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებასა და მონაცემების ანალიზზე.

ძირითადი მოვალეობები
  • შესყიდვის დოკუმენტების შემოწმება და სისტემაში ასახვა
  • პროდუქციის ჩამოწერისა და გადაადგილების დოკუმენტების დამუშავება
  • ნომენკლატურის მართვა და განახლება
  • ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და შედეგების ანალიზი
  • მარაგების ნაშთების კონტროლი და გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება
  • ოპერაციული რეპორტების მომზადება
  • კლიენტებთან კომუნიკაცია
  • ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პრაქტიკულ სწავლებასა და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულო:
  • ბუღალტრულ სფეროში მინიმალური გამოცდილება
  • Excel-ის საბაზისო ცოდნა (ფორმულები, ცხრილები, მონაცემთა დახარისხება)
  • უცხო ენის ცოდნა (თურქული, ინგლისური ან რუსული)
  • დეტალებზე ყურადღება და ანალიტიკური აზროვნება
  • პასუხისმგებლობა და ვადების დაცვის უნარი
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი

სასურველი (არასავალდებულო):
  • გამოცდილება სასურსათო, სარესტორნო ან სავაჭრო სექტორში
  • პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C, iiko, Syrve, Apex და სხვ.)

ჩვენ გთავაზობთ
  • პრაქტიკულ სწავლებასა და გამოცდილებას ქოსთ კონტროლის სფეროში
  • დამწყების შემთხვევაში ანაზღაურებას: 1000 ₾ გამოსაცდელ (სწავლების) პერიოდში → 1500–1700 ₾ ძირითად ეტაპზე (შემდგომი ზრდის პერსპექტივით)
  • გამოცდილ კანდიდატებთან ანაზღაურების განხილვას ინდივიდუალურად
  • სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • პროფესიულ გუნდს და მენტორინგს

თუ გიყვარს მონაცემებთან მუშაობა, გაქვს ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გსიამოვნებს პროცესებში ჩაღრმავება — გამოგვიგზავნე შენი CV.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/DAzyugBb
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
განყოფილების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები