შემდეგი
31 მარ - 29 აპრ
ლოჯისტიკის სპეციალისტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ზემო თელეთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@intraco.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების პროგნოზირება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: სოფლის მეურნეობა
ფერმერული მეურნეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 2500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპანია "ინტრაკო ნუტრიშენი" 2014 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცხოველთა საკვები პროდუქციის წარმოება და იმპორტი. ზრდის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:
- მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
- პიროვნული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
- კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
- სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
- კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბაჟო პროცედურების ორგანიზება და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი;
- ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
- სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
- შესყიდვების პროცესში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ბიუროკრატიულ საკითხებთან დაკავშირებული კომუნიკაცია (აუქციონები, ტენდერები, ნებართვები და ა.შ.) ;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია.
პიროვნული უნარები:
- კადრი უნდა იყოს მოტივირებული, ენერგიული და გამოირჩეოდეს მაღალი პასუხისმგებლობით;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე;
- ადგილმდებარეობა - ზემო თელეთი. ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე;
- ანაზღაურება - 2000-2500 ლარი, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
- კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ავტომობილით გადაადგილებას სამსახურებრივი მიზნობრიობით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: info@intraco.ge
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების პროგნოზირება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები