დღეს - 29 აპრ
მთავარი კომერციული ოფიცერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საერთაშორისო ლოგისტიკა, საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საერთაშორისო ლოგისტიკა, საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,არაბული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" შვილობილი კომპანია „ავტო ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი კომერციული ოფიცრის (CCO) პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სტრატეგიული ბიზნეს განვითარება, კომერციული მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • პროექტების მართვა კომპანიის კომერციული მიზნების და სტრატეგიის შესაბამისად;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
  • მიმდინარე ქსელების განვითარება, უკვე არსებულ პარტნიორებთან გაყიდვების ზრდა და ბაზარზე არსებული ახალი პარტნიორების მოძიება;
  • ბაზრის კომერციული ანალიზი, სექტორში არსებული სიახლეების მონიტორინგი, თანამშრომლობის გაფართოება რითეილ ქსელებთან და მაღაზიებთან;
  • მერჩენდაიზინგის მონიტორინგი, სააქციო და სხვა კომერციული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • დისტრიბუციის ხაზის გაფართოება ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო მასშტაბით;
  • გაყიდვების ალტერნატიული არხების განსაზღვრა და სტრატეგიის შემუშავება;
  • საოპერაციო მონიტორინგი, პროცესების გაუმჯობესების და ეფექტურობის ზრდის მიზნით რეკომენდაცების შემუშავება, პროცესების ავტომატიზაცია;
  • ლოიალობის სისტემების შემუშავება, ეფექტურობის შეფასება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე დარგში;
  • არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების და კომერციული მართვის მიმართულებით;
  • პროექტების და ქროსფუნქციური გუნდების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ფლობა;
  • Microsoft Office 365, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება - დიდი მოცულობის მონაცემებთან და ფინანსურ მაჩვენებლებთან მუშაობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საერთაშორისო ლოგისტიკა,
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები
ნახვები
უნიკალური ნახვები