დღეს - 28 აპრ
ვიპ
ცენტრალური საწყობის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@rc.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- ენები: ქართული
შპს “არ სი ქონსთრაქშენ”-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება. კომპანიას შესრულებული აქვს 200-მდე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
შპს “არ სი ქონსთრაქშენ” ეძებს ცენტრალური საწყობის მენეჯერს, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
შპს “არ სი ქონსთრაქშენ” აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
შპს “არ სი ქონსთრაქშენ” ეძებს ცენტრალური საწყობის მენეჯერს, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
შპს “არ სი ქონსთრაქშენ” აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: საქართველო, თბილისი.
ანაზღაურება: 2500 ლარი, თანხა შესაძლებელია შეიცვალოს კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- ცენტრალური სასაწყობე ფართის და ობიექტზე არსებული სასაწყობე ფართების სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება).
- სასაწყობე ფართებში საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება.
- ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
- შესაბამისი პროგრამული ოპერაციების განხორციელება და პერიოდული რეპორტინგი ფინანსურ დეპარტამენტთან.
- საწყობის ყოველდღიური ოპერაციების მართვა.
- მარაგების აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება.
- საწყობის მონიტორინგი და მათი ნაშთების კონტროლი.
- საწყობის დოკუმენტაციის მართვა და შესაბამის პირებზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება.
- უსაფრთხოების და წესრიგის სტანდარტების დაცვა.
ფუნქციები ასევე მოიცავს ფიზიკურ სამუშაოს:
- ტვირთის მიღება და საწყობში განთავსება
- პროდუქციის გადაადგილება და დალაგება საწყობში
- პროდუქციის გაცემასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში.
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა
- ფიზიკური დატვირთვის შესრულების შესაძლებლობა
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel და სხვ.)
უნარ-ჩვევები: დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დროის ეფექტურად მართვის უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@rc.ge, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
