შემდეგი
30 მარ - 28 აპრ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სხვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- კომპანიის სადაზღვევო მიმართულების ერთიანი მართვა და განვითარება;
- პარტნიორ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა და პირობების შეთანხმება;
- ქონების, ავტოპარკის, თანამშრომელთა ჯანმრთელობის და ტვირთების დაზღვევის პროცესების კოორდინაცია;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია სადაზღვევო საკითხებზე;
- სადაზღვევო შემთხვევების მართვა და მონიტორინგი;
- სადაზღვევო პორტფელის პერიოდული ანალიზი (ქონება, ავტოპარკი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ტვირთები) და ოპტიმიზაცია;
- რისკების შეფასებაში მონაწილეობა და პრევენციული ღონისძიებების ინიცირება;
- ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება;
- სადაზღვევო პარტნიორებისთვის ქსელის მასშტაბით სერვისის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით);
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო, ფინანსურ ან ოპერაციულ სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
დაზღვევა
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები