დღეს - 28 აპრ
სტანდარტი
მთავარი არქიტექტორი
თბილისი, ავჭალა, ა.მანაგაძის ქ.
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა, სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • მივლინებები: კი(30%) (ქვეყანაში)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 8000 - 10000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 10 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა, სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: არქიტექტურა
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
კომპანია ეძებს გამოცდილ მთავარ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის პროექტებში — როგორც სამრეწველო, ასევე სამოქალაქო მიმართულებით. პოზიცია მოიცავს პროექტირების სრულ ციკლს: ესკიზური ეტაპიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

ძირითადი მოვალეობები:
  • არქიტექტურული პროექტების დამუშავება ყველა ეტაპზე (კონცეფცია → დეტალური დიზაინი → სამუშაო დოკუმენტაცია)
  • ტექნიკური დავალების ანალიზი და ოპტიმალური არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავება;
  • მაღალი ხარისხის არქიტექტურული ესკიზების, 3D ვიზუალიზაციებისა და კონცეფციების შექმნა;
  • მშენებლობის პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • დეტალური კვანძების დამუშავება და ოპტიმიზაცია
  • პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სანებართვო მოთხოვნებთან;
  • პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან (მათ შორის 732- ე და 41-ე დადგენილება);
  • პროექტის მიმდინარეობისას ტექნიკური და არქიტექტურული გამოწვევების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების მიღება;
  • პროექტის ოპტიმიზაცია — ფუნქციონალური, ეკონომიკური და ესთეტიკური პარამეტრების გათვალისწინებით;
  • პროექტების კოორდინაცია მომიჯნავე დისციპლინებთან (MEP);
  • არქიტექტურული დოკუმენტაციის სტრუქტურირება, კონტროლი და დამკვეთისთვის სრულყოფილად გადაცემა;
  • საპროექტო მოცულობების განსაზღვრა, სპეციფიკაციების შედგენა და ტექნიკური ანალიზი;
  • გუნდის შიდა პროცესების გაუმჯობესება და ხარისხის სტანდარტების დანერგვა;
  • რეგულარული რეპორტინგი და სტრატეგიული კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • Archicad-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სარენდერო პროგრამების ცოდნა (3ds Max, Lumion, V-Ray ან სხვა)

ფოტოშოპის ცოდნა
  • მინიმუმ 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება
  • მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება და მუშა ნახაზების დამუშავება
  • ძლიერი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები
  • MEP დისციპლინებთან კოორდინაციის გამოცდილება

სხვა მოთხოვნები:
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური;რუსული);
  • MC office -ის პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას
  • პროექტირების სრულ ციკლში ჩართულობას
  • გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას

ანაზრაურება გამოსაცდელ 3 თვიან პერიოდში 8000 ლარი, ხოლო გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 10 000 ლარი ( ანაზღაურება მითითებულია საშემოსავლო გადასახადის გარეშე)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: kbarazna@scn.ge
სამშენებლო
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები