დღეს - 25 აპრ
ვიპ
კომუნიკაციების მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@carsindigo.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- გუნდის მართვა და კოორდინაცია: კომუნიკაციების სპეციალისტების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და ეფექტურობის მონიტორინგი;
- ხარისხის კონტროლი: მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტების დანერგვა და მათი დაცვის კონტროლი (ლოიალურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა);
- რეპორტინგი: მომხმარებელთა კმაყოფილებისა და გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი, რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- პროცესების ავტომატიზაცია: მიღებული ინფორმაციის დამუშავების, სწორი ადრესაციისა და პროგრამული აღრიცხვის პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა;
- რთულ შემთხვევებთან მუშაობა: პრობლემურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე (მენეჯერულ ან გუნდის ხელმძღვანელის რანგში) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი ;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
