26 მარ - 16 აპრ
სესხის ოფიცერი
გორის მუნიციპალიტეტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სესხის ოფიცერი გორის სერვისცენტრში,
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სპეციფიური პასუხისმგებლობები:
  • მერჩანტ რჩეული პორთფელის მართვა
  • მერჩანტ რჩეული კლიენტებისთვის კრედოს პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
  • ნაშთების ზრდა
  • სახელფასო პროექტის გაყიდვა
  • ვადიანი ფონდების მოზიდვა
  • პოს ტერმინალების განთავსება და ბრუნვების ზრდა
  • საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
  • მერჩანტ რჩეული კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
  • მერჩანტ რჩეული კლიენტების კონსულტაცია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა;
  • მუდმივი კონტაქტი მერჩანტ რჩეულ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
  • რჩეული მერჩანთ კლიენტებისთვის:
  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სალარო და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება; პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა;
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • მერჩანტ რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • მერჩანტ რჩეული ბანკირი პირდაპირ პასუხისმგებელია ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე სერვის-ცენტრის მართველის, რჩეული მომსახურების გაყიდვებისა და განვითარების მენეჯერის და სმე განყოფილების უფროსის წინაშე;

სამუშაოს აღწერა:
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • გაყიდვებისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 16 აპრილი, 2026 წელი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

#გახდიკრედოელი

საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები