შემდეგი
დღეს - 24 აპრ
სამუშაოთა მწარმოებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: contact@apexd.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
აპექს დეველოპმენტში მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხიმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.
სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამუშაოთა მწარმოებელი
პირობები
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
- ანაზღაურება: 3 500 ლარიდან (ხელზე ასაღები თანხა) - დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, სრული.
ძირითადი მოვალეობები:
- დიდი მოცულობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა;
- სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
- სამუშაოების განხორციელება დადგენილი სტანდარტებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
- სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ვადების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ;
- ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია;
- ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
- მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორე,
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური/ სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
- ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო პროექტების და ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
- კომპიუტერული უნარჩვევები (MS word, Excell, E-mail) მომხმარებლის დონეზე;
- ავტომობილის მართვის მოწმობა (სასურველია საკუთარი ავტომობილი);
- უპირატესობა მიენიჭება რომელიმე არქიტეტურული პროგრამის საბაზისო დონეზე მცოდნე კადრს;
აუცილებელი უნარები:
- კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
- სამუშაოს ვადებში შესრულებისა და დროის რაციონალური მართვის უნარი;
- სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
- გუნდურობა და შრომისმოყვარეობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,, სამუშაოთა მწარმოებლი "
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები