26 მარ - 24 აპრ
გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვის მენეჯერი
თბილისი, ვარკეთილი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
აპექს დეველოპმენტში მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხიმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,APEX Development” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე;
შაბათი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ა
ნაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა (2 000 ₾ დან -2 700 ₾ ფარგლებში);

მოთხოვნები:
  • ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • უმაღლესი განათლება.
  • უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
  • ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასაუბრო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებულ მობინადრეებთან კომუნიკაციის წარმართვა - ბინების სტანდარტული გეგმარების გაზიარება;
  • მაცხოვრებლებისგან შეცვლილი გეგმარების გამოთხოვა დათქმულ ვადებში (შიდა ტიხრების ცვლილების შემთხვევაში);
  • შეცვლილი გეგმარების მიწოდება შესაბამისი პირებისთვის;
  • შიდა ტიხრების ამოყვანის სისწორის ეტაპობრივი მონიტორინგი ;
  • გათბობის მილების დასამონტაჟებლად მობინადრეების წინასწარი ინფორმირება;
  • მშენებლობის დასრულების საბოლოო ეტაპზე ბინების ინდივიდუალური შემოწმება და შესაბამისი ხარვეზების ჩანიშვნა;
  • ხარვეზების აღმოფხვრის ორგანიზება (შესაბამისი პირების ჩართულობით) ;
  • მშენებლობის დასრულებისას მობინადრეებთან მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმება და გასაღებების გადაცემა;

აუცილებელი უნარები:
  • ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: contact@apexd.ge
გაყიდვები
გაყიდვების შემდგომი სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები