25 მარ - 23 აპრ
ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია ქსელის ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები ტელეკომუნიკაციები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინჟინერია ქსელის ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტექნიკა და ქსელები ტელეკომუნიკაციები
  • ენები: რუსული
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი - მცხეთა
დაქვემდებარება - ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
ანაზღაურება - ფიქს. ხელფასი + ბონუსი (ხელზე ასაღები 1,500.00-2,000.00 ლარი)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -19:00 სთ (1 სთ შესვენება)

დამატებით სარგებელი :
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

დამატებითი მოთხოვნა - სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას)

ფუნქცია - მოვალეობები:
  • ოპტიკური კაბელების მონტაჟი და გადადუღება/გადერთება საკომუნიკაციო კვანძებში.
  • ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა.
  • პასიური მოწყობილობების და კონექტორების დამონტაჟება.
  • ოპტიკური შეერთებების რეფლექტოგრამის გადაღება და დაარქივება
  • დაზიანებული ოპტიკური კაბელის იდენტიფიცირება და დაზიანების აღდგენა.
  • მაგისტრალური ქსელის მშენებლობა და ოპტიკური კაბელების დამონტაჟება.
  • საკომუნიკაციო კარადაში აპარატურის ინსტალაცია და ოპტიკური სიგნალების შემოწმება.
  • ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
  • ინფორმაციის გაცვლა კონტრაქტორ კომპანიებთან საჭიროების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველი უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
  • კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები:
  • ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი - მცხეთა“
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
ინჟინერია
ქსელის ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები