შემდეგი
25 მარ - 08 აპრ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიები მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მონაცემთა ანალიტიკოსი,
კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100 ფილიალამდე არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
პოზიციის მიზანი:
სს „კრედო ბანკის“ მიზნების შესაბამისად, მონაცემთა ანალიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება, ბანკში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მონაცემთა ანალიზი და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების/გადაწყვეტის გზების შემუშავება მათი ოპტიმიზაციისათვის.
სამუშაოს აღწერა:
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
პოზიციის მიზანი:
სს „კრედო ბანკის“ მიზნების შესაბამისად, მონაცემთა ანალიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება, ბანკში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მონაცემთა ანალიზი და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების/გადაწყვეტის გზების შემუშავება მათი ოპტიმიზაციისათვის.
სამუშაოს აღწერა:
- ბიზნეს პრობლემების და მოთხოვნების იდენტიფიკაცია და გაანალიზება. არსებული პროცესებისა და რეპორტების განხილვა და ამის შედეგად სათანადო და კონსტრუქციული გადაჭრის გზებზე რეკომენდაციის გაცემა;
- დაკვეთის/მოთხოვნის ანალიზი, დეტალებში გასარკვევად მოთხოვნაში ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- დაკვეთის/მოთხოვნის ვადების დადგენა, შემსრულებელი პირის/პირების და მათი რესურსის ფორმირება;
- დაკვეთასთან/მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ცვლილებების მართვა;
- კომპანიაში არსებული რეპორტების მხარდაჭერა (მონაცემთა სისწორის კონტროლი), ასევე მათი ტესტირების პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
- დაკვეთის/მოთხოვნის სისრულეში მოყვანა და დამკვეთისთვის ჩაბარება;
- მოთხვნილი დაკვეთების ფარგლებში არსებული მონაცემების დაცვა;
- ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე პოლიტიკისა და სტანდარტების მომზადება/შეცვლა, პასუხისმგებლობის და საჭიროების ფარგლებში;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფინანსების მიმართულებით;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- MS SQL-ის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- სასურველია Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება; · ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა (საოპერაციო, ფინანსები, IT და ა.შ.);
- დიდი ზომის მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდური მუშაობის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 აპრილი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
#გახდიკრედოელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მონაცემთა დამუშავება
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები