დღეს - 21 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი წარმოება საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი წარმოებასაკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ადმინისტრაციის დეპარტამენტში, ფინანსების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მოლარის პოზიციაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ადმინისტრაციის დეპარტამენტში, ფინანსების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მოლარის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ. #14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40 სამუშაო საათი);
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი, წლიური ბონუსი, სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული ბენეფიტები;
ძირითადი მოვალეობები:
- ფულადი ოპერაციების წარმოება და სალაროს კონტროლი;
- პროდუქციის რეალიზაციიდან ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების აღრიცხვა (პროგრამული მონაცემების შედარება საგასახადო პორტალთან), გადახდის ჟურნალის სისწორის შემოწმება ზეტის მონაცემებთან და დაპოსტვა პროგრამაში;
- გადახდის ჟურნალის დაპოსტვამდე მოდულის შემოწმება - advance holders customer payment vs cash
- ქეშბოქსების აპარატების გამოყენების შემთხვევაში შეტანილი თანხების კონტროლი ყოველი დღის ბოლოს, ბანკში ინკასაციაზე პასუხისმგებელი ანგარიშვალდებული პირების კონტროლი;
- დღის ნავაჭრი თანხის ინკასაცია და კონტროლი;
- ჩარიცხული თანხების Microsoft Dynamics AX 2012 პროგრამა-ში აღრიცხვა (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი) - ბუღალტრის შვებულება/ბიულეტენის პერიოდში;
- ჩარიცხული თანხების გადანაწილება კლიენტებზე მისამართების მიხედვით, ავტომატური ჯობების შემოწმება;
მოთხოვნები:
- მაღალ დონეზე ცოდნა საოფისე პროგრამების MS Office (Excel, Word, Powerpoint, Outlook);
- კომუნიკაბელობა;
- აკურატულობა;
- გამოთვლების წარმოების კარგი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
- გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- რომელიმე საბუღალტრო პროგრამის ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს;
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- შეხვედრა შერჩევის სპეციალისტთან და ამყვან მენეჯერთან
- შეხვედრა განყოფილების ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-IhZkpU
ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

