დღეს - 19 აპრ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
სამკაულების საცალო ქსელი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები საცალო გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 800 - 1000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეთავაზება
ადგილობრივ ბაზარზე. ახალი ობიექტისთვის, კერძოდ სითი მოლში განთავსებული სტენდისთვის,
კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს, რომლებიც იმუშავებენ ცვლაში და საჭიროებისამებრ
ერთდროულად.

სამუშაო მოვალეობების აღწერა:
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის დემონსტრაცია და სრული ინფორმაციის მიწოდება
  • პროდუქციის გაყიდვა, შეფუთვა, მომხმარებელთან ანგარიშსწორება
  • პროდუქციის განთავსება, წესრიგის შენარჩუნება
  • პროგრამაში რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანა, სალაროს ოპერაციების წარმოება და კონტროლი
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი
  • სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულება კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის/სტანდარტის მიხედვით
  • კომპანიის გუნდისთვის დაკვირვებებისა და იდეების გაზიარება კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე
  • საჭიროებისამებრ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
  • სადღესასწაულო და სააქციო პერიოდებში ზეგანაკვეთური (ანაზღაურებადი) დროით მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესობად ჩაითვლება მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული უნარები
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, გუნდურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომის ხარისხზე და შედეგზე ორიენტაცია

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილს წარმოადგენს სითი მოლში 6კვ/მ ზომის სტენდი
ობიექტის სამუშაო საათებია ყოველ დღე, დილის 10:00-დან საღამოს 22:00მდე, შესაბამისად ამ დროის მანძილზე მოხდება ცვლების გადანაწილება კონსულტანტებს შორის, არაუმეტეს კვირაში 42 საათისა
ყოველთვიური ანაზღაურება ფიქსირებული 800-1000 ლარის ოდენობით კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე, ასევე ცვლადი დამატებითი ანაზღაურება (ბონუსი), რომელიც დაითვლება გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე. ხელფასი და ბონუსის ჯამში საშუალოდ 1000-1500 ლარის გამომუშავების პერსპექტივით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: ngconsultservice@gmail.com არაუგვიანეს 29 მარტისა.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
საცალო გაყიდვები,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები