შემდეგი
დღეს - 18 აპრ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@vitra.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ამჯერად, ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე (დასვენება შაბათი-კვირა)
ანაზღაურება: 1500 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი (500 - 1000 ლარი და მეტი, გაყიდვების შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
- აქტიური გაყიდვები (Outdoor Sales)- სამშენებლო/სარემონტო ობიექტებზე ვიზიტები, პოტენციური პროექტების ადგილზე იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირისპირ კომუნიკაცია.
- სოციალური პლატფორმების და პროფესიული ჯგუფების მონიტორინგი პოტენციური კლიენტების (არქიტექტორები, დიზაინერები, დეველოპერები) მოსაზიდად.
- ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შესწავლა და საჭიროებისამებრ პრეზენტაციების მომზადება;
- შეკვეთების ორგანიზება, იმპორტ-მენეჯერებთან კომუნიკაცია და მიწოდების გრაფიკების კონტროლი;
- გაყიდვების ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აქტიური გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების წარმატებული გამოცდილება;
- მსგავს სფეროში (სამშენებლო/მოსაპირკეთებელი მასალები) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
- ინგლისურის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
- კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
- ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: . office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -
„კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები