დღეს - 07 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „ავერსი–ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის (კომერციული და საოპერაციო მიმართულება) პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (საოფისე)
პოზიციის მიზანი
პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის კომერციული და საოპერაციო მიმართულებით სტრატეგიული პროექტების დაგეგმვაზე, კოორდინაციასა და ეფექტიან შესრულებაზე, პროცესების ოპტიმიზაციასა და ბიზნესშედეგების გაუმჯობესებაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- სტრატეგიული პროექტების მართვა: კომპანიის კომერციული და საოპერაციო პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი.
- შესყიდვებისა და მომწოდებლების მართვა: ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია.
- ობიექტების განვითარება: ახალი ობიექტების მოწყობის, გახსნის, ავეჯითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესის სრული მართვა.
- მერჩენდაიზინგი და კატეგორიების მართვა: საცალო ქსელში პროდუქციის განლაგების (მერჩენდაიზინგის) სტანდარტების დანერგვა და ასორტიმენტის ოპტიმიზაცია.
- საოპერაციო კონტროლი: საწყობთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა დაბრუნებების, მოკლევადიანი და ვადაგასული პროდუქციის მართვის საკითხებში.
- პროცესების ავტომატიზაცია: სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მათი ციფრული ტრანსფორმაცია. ERP სავაჭრო სისტემებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან სტატისტიკის მიმართულებით).
- არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
- არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება საცალო (FMCG) ქსელში კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
- პროექტების მართვის გამოცდილება მერჩენდაიზინგის, ობიექტების მოწყობა-გახსნისა და ინვენტარის მართვის მიმართულებით;
- ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ფლობა (B2 დონე);
- MS Office-ისცოდნა (განსაკუთრებითMS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა);
- მრავალფუნქციური პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; გუნდური მუშაობისა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);557 577442
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.04.2026 წელი.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/rHRZoKlZjg
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
