ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ფსიქოლოგია
- ენები: ქართული
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ,,მერჩენდაიზერის პოზიციაზე’’ ქ. თბილისში. (მის: რ. აგლაძის N51 და კახეთის გზატკეცილი N65)
სამუშაო აღწერილობა:
- სარეალიზაციო პროდუქციის სწორად განლაგება და მოწესრიგება;
- სარეალიზაციო პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- სარეალიზაციო პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ეტიკეტების მუდმივი კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვა და მონიტორინგი;
- საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში, მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
- დეტალებზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit-pass-ს;
- უფასო კვებას;
- ფასდაკლებას ჰიპერმარკეტის პროდუქციაზე.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: ,,მერჩენდაიზერი’’ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: makomamadashvili@modus.com.ge
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.
