19 მარ - 17 აპრ
ექიმი-ნარკოლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ნარკოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ნარკოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
დამსაქმებელი დაწესებულება შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ დაწესებულების მისამართი თბილისი, ქავთარაძის ჩიხი №2
თანამდებობის დასახელება: ექიმი-ნარკოლოგი

შესასრულებელი სამუშაოები:
  • საექიმო საკონსულტაციო კომისიის (სსკ) გადაწყვეტილებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავი პაციენტის კონსულტირება, პაციენტის მდგომარეობის შეფასება,ICD კოდებით დიაგნოზის დადგენა, პაციენტისთვის მკურნალობის გეგმის განსაზღვრა, დანიშნულების გაცემა, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესით;
  • პაციენტის მკურნალობის შეფასება, მუდმივი მონიტორინგი (განყოფილებაში ვიზიტისას, ბინაზე ყოფნისას წოლითი რეჟიმის პირობებში, ამავე ცენტრის და სხვა სომატული სტაციონარულ დაწესებულებაში მკურნალობისას), საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კორექცია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის რეკომენდაცია;ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების გაცნობა, მისი გამოყენება მკურნალობის პროცესში, მკურნალობისთვის ეფექტური და ადექვატური დოზირების შერჩევა;
  • საპროცედუროში განყოფილების უფროსთან ერთად მედიკამენტის ექსპრეს-საკონტროლო ჩამოსხმის პროცედურის განხორციელება საჭიროების მიხედვით და
  • გეგმიურად თვეში 1-ჯერ თვის ბოლო დღეს, უფროსი ექთნისა და საპროცედუროს ექთნის მონაწილეობით;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით დროული და კვალიფიციური წარმოება;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა N IV - 100/მომზადება და მოთხოვნის მიხედვით პაციენტზე, მის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემა;
  • არსებული, სტუმრის სტატუსით და დროებითი პაციენტის მიგრაციის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და გადაცემა;
  • მედიკამენტის პაციენტზე გაცემისას პაციენტის მხრიდან რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირება;
  • ურინოტესტირების განხორციელების ორგანიზება და მიღებული შედეგების გაანალიზება, შესაბამისი რეაგირება;
  • საექიმო საკონსულტაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა;
  • ტრენინგებში, სწავლებებში, სამუშაოს გაუმჯობესებისთვის, სიახლეების დანერგვისთვის საჭირო აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • შინაგანაწესის, შრომის დისციპლინის, დამტკიცებული ინსტრუქციების, კანონით დადგენილი ნორმების განუხრელი დაცვა;
  • მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
  • განყოფილების უფროსის მითითებების შესრულება.

პასუხისმგებლობა:
  • "სამუშაო ადგილზე დროულ გამოცხადებაზე და სამუშაოს უნებართვოდ მიტოვებაზე;
  • სამუშაოს არ შესრულებაზე დაან არაჯეროვან შესრულებაზე;
  • პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ჩატარებაზე;
  • პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების დაცვით წარმოებაზე;
  • ცენტრის შინაგანაწესის, დამტკიცებული წესების და საქართველოს კანონმდებლობით გათავლისწინებული ნორმების დარღვევაზე;
  • პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის არასათანადო დაცვაზე და გაცემაზე; ეთიკური და დეონტოლოგიური საკითხების დარღვევაზე;

უფლებამოსილება:
  • მოითხოვოს შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო ინფორმაცია;
  • მოითხოვოს მის მიერ გაცემული დანიშნულების მიხედვით საპროცედუროს ექთნის მიერ მედიკამენტის გაცემა პაციენტზე დადგენილი წესით;
  • ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, უნდა ფლობდეს ექიმი-ნარკოლოგის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატს
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სამუშაოზე მიღება მოხდება გასაუბრებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mhpa.ge
მისამართი: შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ ქ. თბილისი ქავთარაძის ჩიხი №2
სამედიცინო
ნარკოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები