19 მარ - 17 აპრ
შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების ანალიტიკა, შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობები:
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება; (ელექტრონული ტენდერების მომზადება და გამოცხადება; გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის პროცედურების განხორციელება); წლიური გეგმის რეგისტრაცია და გეგმაში კორექტირებების განხორციელება;
  • ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვებისა და გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციის/ განცხადების; ხელშეკრულებების და მიღება ჩაბარების აქტების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა/რეგისტრაცია;
  • სატენდერო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
  • შესყიდვის მონაწილე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამის ანგარიშებში ასახვა;
  • ააიპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან“ კორექტირებული გეგმების შეთანხმება და შესაბამისი წერილების მომზადება;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კომპანიებთან გადარიცხული თანხების რეგისტრაცია.
  • სამუშაოზე მიღება მოხდება გასაუბრებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mhpa.ge

მისამართი: შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ ქ. თბილისი ქავთარაძის ჩიხი №2
შესყიდვები
შესყიდვების ანალიტიკა,
შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები