19 მარ - 17 აპრ
ვირტუალური ბანკირი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო ციფრული ბანკინგის კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო ციფრული ბანკინგის კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ვირტუალური ბანკირი ,

ქალაქში - სათავო ოფისი,
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • მომხმარებლებისთვის კრედოს პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა სატელეფონო ზარებით;
  • საბანკო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით მომხმარებელთათვის პროდუქტ(ებ)ის უნიკალურობის, დადებითი მხარეებისა და სარგებლის თვალსაჩინოდ მიწოდება;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • მომხმარებლების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
  • მათზე გადანაწილებულ მომხმარებლებზე კონსულტაციის გაწევა, შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომსახურეობა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა;
  • მუდმივი კონტაქტი მომხმარებლებთან და მათთვის ახალი დანერგილი
  • პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
  • სესხის განაცხადის შევსება, საკრედიტო ბარათი, განვადების ლიმიტი, სესხის კალკულაცია,საპროცენტო განაკვეთის დაზუსტება, RS ზე გადამოწმება,
  • შემოსავლების სამსახურში გადამოწმება, CSS-ში განაცხადის დარეგისტრირება;
  • მომხმარებლის განაცხადის შევსებიდან ფილიალში ან/და ბექში პროგრამულად გადამისაამართება;
  • არსებულ მომხმარებლებზე შიდა რეფინანსირების განხორციელება;
  • საკონტაქტო პირის თავდების და თანამსესხელის დამატება;
  • ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა მობაილბანკის დახმარებით ან ვიდეოქოლზე გადამისამართებით;
  • მობაილ ბანკის დახმარებით ანაბრების გახსნის დახმარების გაწევა,
  • საკრედიტო პროდუქტების გეგმების შესრულება
  • ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სალარო და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების,გადამოწმების,აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილებაგაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Word, MS Excel
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა ;
  • რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა ;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დასახული გეგმების შესრულებაზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი 2026 წელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასმარტივი გამოხმაურებისღილაკის საშუალებით.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
საბანკო
ციფრული ბანკინგის კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები