შემდეგი
დღეს - 09 აპრ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ცენტრალური საცავის მენეჯერი ,
ქალაქში - სათავო ოფისი,
რედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
სამუშაოს აღწერა:
- სამუშაო დღის დასაწყისში საკასო ცენტრის პერიმეტრიდან/სიგნალიზაციიდან მოხსნა,
- დაკავშირება დაცვის პოლიციასთან და მეორე პასუხისმგებელ პირთან ერთად საცავში არსებული ფასეულობის განაწილება/ გამოტანა გადასათვლელ სივრცეში;
- პირველ რიგში, საკასო ცენტრის ნაღდი ფულით მომარაგების მიზნით, ურთიერთობა ხაზინის განყოფილებასთან და შემდეგ, აქტიური კონტაქტი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრთან -შესაბამისი ‘’განაცხადის’’ (ლინკი) საშუალებით, რომელიც მოიცავს მთელი რიგი მონაცემების/ინფორმაციის სიზუსტით გადაცემას სებ-ის შესაბამის სამსახურთან - ინკასაციის წინა დღეს ;
- პასუხისმგებლობა საკასო ცენტრის საცავში რიცხულ ფასეულობაზე (ნაღდი ფული, ფასეულობა, მკაცრი აღრიცხვის ფორმები და ა.შ); ჩაბარებული ექნება საკასო ცენტრისა და საცავის #1 გასაღებები;
- საკასო ცენტრში რიცხული თანხის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) გადათვლა/გადამოწმება, შედარება ბუღალტრულ/პროგრამულ ნაწილთან;
- საკასო ცენტრში მიღებული/გაცემული ეროვნული და უცხოური ვალუტის/მონეტების ვარგისობის/ნამდვილობის დადგენა;
- საკასო ცენტრში რიცხული და სებ-დან ან კრედოს საკასო ცენტრიდან თანხის ინკასაციის შემთხვევაში ბანკნოტების/კუპიურების უწყისების შედგენა, კონტროლი/აღრიცხვა;
- ფულის გადასაზიდი კონტეინერების მომზადება/თანხის ჩატვირთაზე კონტროლი, გამოშვების წლების მიხედვით - სებ-ის წესების გათვალისწინებით;
- ურთიერთობა საინკასაციო სამსახურებთან. მათზე ფასეულობების გადაცემა/მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
- საეჭვო ფულის ნიშნების/მონეტების ამოღება ბრუნვიდან სებ-ის წესების გათვალისწინებით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
- ცენტრში არსებული უზუსტობების კონტროლი;
- მკაცრი აღრიცხვის ფორმების/დასალუქი საშუალებების და სხვა ფასეულობების აღრიცხვა/კონტროლი;
- ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებების აღრიცხვა/შენახვა;
- საკასო ცენტრში რიცხული საბოლოო ნაშთის გამოყვანა. პროგრამულად, სალაროს მოდულში ოპერაციების კონტროლი/აღრიცხვა, საბუთების დამუშავება;
- ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება/საბოლოო ნაშთის გამოყვანა, შენახვა საცავში;
- სიგნალიზაცია, დაცვის სისტემების კონტროლი;
- საკასო ცენტრის პერიმეტრზე აყვანა, ჩაბარება დაცვის პოლიციის სამსახურზე. განგაშის შემთხვევაში ადგილზე გამოცხადება;
- მომავალში, სალომბარდე ფასეულობების (ტომრებით) შენახვა/კონტროლი.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებისა და/ან ბუღალტერიის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
- საკასო ცენტრში უფროსი მოლარის ან სალაროს გამგის/მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
- საქართველოს ეროვნული ბანკისა და წესების საფუძვლიანი ცოდნა, სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებით;
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური გადარიცხვებისა და ფინანსური ანალიზის, cash flow-ს ცოდნა;
- საბანკო გადარიცხვების სისტემების ცოდნა;
- მენეჯერული, ორგანიზაციული, გადაწყვეტილების მიღებისა და ძლიერი ანალიტიკის უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი, 2026 წელი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები