დღეს - 16 აპრ
სტარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: maka.barbakadze@odahome.ge
ტელეფონი: +995 511777222
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
ოდა არის საქართველოში მოქმედი არქიტექტურული და სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს სრულ სამშენებლო და არქიტექტურულ პროცესს.ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტი გამოირჩევა უნიკალურობით, მშენებლობის მაღალი ხარისხით, თანამედროვე არქიტექტურითა და ინოვაციური მიდგომებით.
კომპანიის განვითარების პარალელურად ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- უძრავი ქონების გაყიდვა გაქირავება
- პოტენციური მყიდველების მოძიება როგორც კომპანიის მიერ მოწოდებული ლიდებიდან, ისე დამოუკიდებლად ნებისმიერი ეფექტური არხის გამოყენებით.
- მყიდველთან პროექტის პროფესიული წარდგენა, შეხვედრების სწორად ჩანიშვნა და დროის ეფექტური განაწილება, პროცესის მართვა და შედეგების შეჯამება გუნდთან.
- მყიდველთან ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება, გაყიდვების დაწყებიდან მშენებლობის დასრულებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
- კომპანიაში შემოსული ლიდების საფუძველზე რეკლამის ეფექტურობის შეფასება, ანალიზის ჩატარება და რეკლამის ოპტიმიზაციის მიზნით დროული რეკომენდაციების მიწოდება შესაბამის გუნდთან.
- მესენჯერში და სხვა ონლაინ არხებში დროული და სათანადო პასუხის უზრუნველყოფა, ტელეფონის ზარებზე მუდმივი რეაგირება, რათა თითოეულმა მყიდველმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია და პროფესიონალური მომსახურება დროულად.
- გაყიდვების გეგმის შესრულება, შედეგების მუდმივი მონიტორინგი და დეტალური ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საცხოვრებელი, კომერციული და უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ძლიერი კომუნიკაციის,მოლაპარაკების,მყიდველთან ეფექტური ურთიერთობის დამყარების უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, რაც უზრუნველყოფს პროცესების ორგანიზებულ მართვას და სამუშაო საათების ეფექტურ გამოყენებას.
- ბაზრის, მომხმარებლის ქცევის და რეკლამის ეფექტურობის ანალიზი, ანალიტიკური აზროვნება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და კონკურენტული რეკლამების შეფასება ბაზარზე.
- Microsoft Office (Word, Excel) პროგრამების ცოდნა; საჭიროების შემთხვევაში CRM პროგრამის შესწავლა.
- ბანკის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩათვლება უპირატესობად
- იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
- მუშობის შესაძლებლობა როგორც ოფისდან ასევე დისტანციურად.
დამატებითი მოთხოვნები
ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ერთის ენის ცოდნა აუცილებელია)
PS:
შესაძლოა სრულად არ აკმაყოფილებდე ყველა მოთხოვნას ან არ ფლობდე რომელიმე უნარს, თუმცა თუ თვლი, რომ ხარ ძლიერი გაყიდვებში, შეგიძლია შექმნა შედეგი და გაქვს მაღალი მოტივაცია — ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: maka.barbakadze@odahome.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511777222
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
