დღეს - 17 აპრ
სტანდარტი
ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: makomamadashvili@modus.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 1-დან 2 წლამდე
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში (მის: რ. აგლაძის N51 და კახეთის გზატკეცილი N65).
სამუშაო აღწერილობა:
- გაყიდვების მონაცემების ანალიზი და ტენდენციების იდენტიფიცირება (კლება/მატება);
- მარაგების კონტროლი და ბრუნვადობის ანალიზი;
- პროდუქციის მარჟების და ფასების ანალიზი;
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და ფინანსური პროგნოზების მომზადება;
- მომწოდებლების პირობების ფინანსური შეფასება;
- ფინანსური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია retail სექტორში);
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
- მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- მონაცემების დამუშავების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit-pass-ს;
- უფასო კვებას;
- ფასდაკლებას ჰიპერმარკეტის პროდუქციაზე.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: ,,ფინანსური ანალიტიკოსი“ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: makomamadashvili@modus.com.ge.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
