დღეს - 16 აპრ
სტანდარტი
ტრენინგების და განვითარების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@cement.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომელთათვის საჭირო ტრენინგების საჭიროების იდენტიფიცირება/ანალიზი, ტრენინგების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიტიკა;
- ტრენინგების ეფექტურობის მონიტორინგი და შეფასება;
- ტრენინგ პროგრამების ჩატარების ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
- ტრეინინგ ცენტრების/ინსტიტუტების მოძიება და მათთან სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- თანამშრომელთა მხრიდან სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიული კვალიფიკაციების/ ნებართვების არსებობის კონტროლი;
- თანამშრომელთა შიდა გადამზადების პროგრამების (სტაჟირების, თრეინი პროგრამები) განხორციელებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და შეფასება;
- ტექნიკური და პროფესიული ტრენინგების დაგეგმვა, ვენდორების მოძიება და განვითარების აქტივობების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ორგანიზაციული / გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ციფრული უნარები;
- ზრდასრულთა სწავლების პრინციპები ცოდნა;
- ინგლისური ენის ფლობა (intermidiate level);
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- საქმის ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეებთან ადვილად ადაპტაციის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და საჭირო ტრენინგებს;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- კორპორატიულ სასაუბრო პაკეტს და ინტერნეტს;
- კვების ხარჯების თანადაფინანსებას;
- დეკრეტული შვებულების სრულ ანაზღაურებას;
- ფულად დახმარებას ბავშვის შეძენის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ტრენინგების და განვითარების მენეჯერი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

