17 მარ - 26 მარ
ტრავმა-ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელი
თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ბოხუას ქ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ორთოპედია, ტრავმატოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ორთოპედია, ტრავმატოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ტრავმა-ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე

ლოკაცია: თბილისი, ბოხუას ქუჩა 12/ლუბლიანას 66
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის აღწერა
კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ტრავმა-ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე. აღნიშნული პოზიცია მოიცავს ტრავმა-ორთოპედიული მიმართულების პაციენტებისათვის სწორი დიაგნოსტიკის, სწორი დიაგნოზის დასმის, კვალიფიციური კლინიკური მკურნალობის მონიტორინგს, ოპერაციების ჩატარებას; ტრავმა-ორთოპედიული განყოფილების მართვას; პროფესიული გადამზადების და უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფის მონიტორინგს.

ძირითადი მოვალეობები
  • პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების ფორმირება და დირექტორატისათვის წარდგენა, პროგრამების მოძიება, კონფერენციებში მონაწილეობა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  • სტანდარტების/გაიდლაინების განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მართვა, შექმნილი გაიდლაინების საბჭოზე წარდგენა;
  • მიმართულების ექიმების კოორდინაცია, მკურნალი ექიმის განსაზღვრის უზრუნველყოფა;
  • მიმართულების პერსონალთან დილის შეხვედრები, მიმდინარე შემთხვევების განხილვები, მკურნალობის პროცესების სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვა ერთობლივად;
  • რთული შემთხვევების დროს კონსილიუმის ორგანიზება, სხვა სპეციალისტების მოწვევა და ჩართვა (საჭიროებიდან გამომდინარე);
  • მიმართულების პერსონალის შეფასებაში მონაწილეობა, პერიოდულად უკუკავშირის განხორციელება;
  • მკურნალობის პროცესების მიმდინარე დაკვირვება, მართვა, ავადმყოფობის სტაციონარული ბარათების შევსების მონიტორინგი, გადაწყვეტილებების შემოწმება;
  • ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობა, არასწორ გადაწყვეტილებებზე ან გადახრებზე რეაგირება;
  • გამოვლენილი დარღვევების ანალიზი, დამუშავება და დაოქმება, ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული საორგანიზაციო ბრძანებების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ტრავმა-ორთოპედიის მიმართულებით (შესაბამისი სერტიფიკატი);
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია აკადემიური ხარისხი;
  • სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: HR.GUDUSHAURI.GE
სათაურის ველში მიუთითეთ: „ტრავმა-ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
სამედიცინო
ორთოპედია,
ტრავმატოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები