16 მარ - 06 აპრ
ექსპატ სესხის ოფიცერი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ექსპატ სესხის ოფიცერი ბათუმში,
ქალაქში - ბათუმში,,

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • გაყიდვებისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სავალდებულია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 აპრილი, 2026 წელი.
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები