დღეს - 14 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ენები: ქართული
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ფინანსური გარანტიების ჯგუფი).
ჩვენ შესახებ:
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონალურ ოფისებში.
ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
- ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია და მათთვის ფინანსური გარანტიების შეთავაზება;
- ახალი და არსებული კორპორაციული კლიენტების მომსახურება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტის პრეზენტაცია;
- სახელმწიფო ტენდერების მონიტორინგი და პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პირველადი კონტაქტიდან გარანტიის გაცემამდე;
- პორტფელის განვითარება და გაყიდვების შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია კორპორაციული გაყიდვების კუთხით);
- სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- მიზანდასახულობა;
- პროაქტიულობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cxBFLdz
ირაო გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
