დღეს - 14 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობა სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობასამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
- პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება ნოვას პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით;
- მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა პროდუქტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე;
- შეკვეთის მიღება და გაფორმება;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
- გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
თანამდებობისთვის საჭირო და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
- სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (მომხმარებლის დონეზე);
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- პედანტურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/wDlN1pJd
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
