დღეს - 14 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას სარეალიზაციო აქტივების განყოფილების უფროსის პოზიციაზე (პრობლემური აქტივებისა და რემარკეტინგის მიმართულებით).
მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
- განყოფილების სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა, შემუშავება და შესრულების კონტროლი;
- დაქვემდებარებული განყოფილების ყოველდღიური საქმიანობის განსაზღვრა, საქმის ეფექტური განაწილება;
- სარეალიზაციო აქტივების პორტფელის მონიტორინგი;
- მიმართულებაში შემავალი პორტფელის ბიუჯეტირება და ანალიზი;
- სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება / კონტროლი;
- არსებული სარეალიზაციო არხებში განთავსებების მონიტორინგი და შესაბამისი აღრიცხვა/კონტროლი;
- ახალი სარეალიზაციო არხების მოძიება, ტესტირება და დანერგვა;
- აქტივების ვიზუალური მდგომარეობისა და დასუფთავების კონტროლი სარეალიზაციო არხებში/შეთავაზებებში განსათავსებლად;
- სარეალიზაციო რეესტრის წარმოების კონტროლი;
- პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია;
- მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში შიდა პროცედურების მიხედვით;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი;
- პორტფელის იმ ნაწილის კონტროლი და ანალიზი, რომელზეც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები და ვრცელდება შეზღუდვები;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის კონტროლი;
- რემარკეტინგის კომიტეტზე განსახილველი პორტფელის მომზადება; დამუშავება; განხილვა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბება;
- აქტივების სადგომზე აქტივების განთავსებისა და მდგომარეობის ზედამხედველობა;
- გუნდის წევრების სამოტივაციო სისტემის შექმნა, მუდმივი ზრუნვა მათი მოტივაციის ამაღლებისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის და/ან ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- Microsoft Office (Excel; Word) პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/QZmDwpIc
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
