13 მარ - 11 აპრ
ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა სათვალთვალო მონიტორინგი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1300
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    უსაფრთხოება / დაცვა სათვალთვალო მონიტორინგი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • ენები: ქართული
"ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

„ნავნე“ არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს ) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME- სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.

გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
  • კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
  • თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
  • დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
  • GPS კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
  • სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობაა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების საშუალებას;
  • მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია;
  • სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
უსაფრთხოება / დაცვა
სათვალთვალო მონიტორინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები