შემდეგი
11 მარ - 09 აპრ
მოლარე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@connect.com.ge
ტელეფონი: +995 598087408
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000-ზე მეტ თანამშრომელს.
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას ბენზინგასამართ სადგურზე მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი ცვლა;
ანაზღაურება: 90 ლარი ცვლაში;
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 123.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯიხურში არსებული სალაროს ოპერაციების მართვა;
- თანხის გატარება/გადახდების მიღება და ასახვა;
- მომხმარებლებთან სასიამოვნო კომუნიკაციის წარმართვა.
შენიშვნა: ბენზინგასამართ სადგურზე არის თვითმომსახურება და მოლარეს არ მოუწევს დახმარება ბენზინის ჩასხმასთან დაკავშირებით, ამისთვის გამოყოფილია ცალკე დამხმარე ოპერატორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 598087408
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები