დღეს - 09 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქ.ბათუმში.
პოზიციის მიზანი:
ჰორეკა სეგმენტში გაყიდვების განვითარება, გაყიდვების აქტივობების წარმართვა, კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, კომპანიის პროდუქტების წარდგენა.
ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის #239 დ;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 40 სამუშაო საათი კვირაში;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამომუშავებით.
რა მოგიწევთ:
- სამუშაო არეალში არსებულ ჰორეკა არხის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის სტრატეგიის განხორციელება;
- ახალი კლიენტების მოპოვება;
- სავაჭრო წერტილებში, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, პროდუქტების წარმოდგენის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სარეკლამო ინვენტარის შეთავაზება და განთავსება;
- მოლაპარაკებებისა და აქტივობების კალენდრის განხორციელება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
- საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- გაყიდვებში, სავაჭრო წარმომადგენელის პოზიციაზე, სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სასურველია ჰორეკის არხის მიმართულებით);
- უმაღლესი განათლება
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა
- MS Windows"-ის სტანდარტული პროგრამების ცონდა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გაყიდვების პროცესების ცოდნა;
ენების ცოდნა:
- ქართული - სავალდებულოა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-N3Xw1G
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

