დღეს - 08 აპრ
ვიპ
UI/UX დიზაინერი (პროდუქტის დიზაინი)
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) UI/UX დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) UI/UX დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
კასატრეიდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: UI/UX Designer (Product Design)

პირობები:
  • ლოკაცია: დისტანციური (Remote)
  • კონტრაქტის ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება (Service Contract)
  • გრაფიკი: part-time სამუშაო საათები

შემოუერთდი „კასატრეიდის“ გუნდს - შექმენი ტექნოლოგიური მომავალი!

„კასატრეიდი“ არ არის მხოლოდ კომპანია - ჩვენ ვართ ტექნოლოგიური ლიდერები GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემების სფეროში. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად სარგებლობენ ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესები.
ჩვენთან დაგხვდება გარემო, სადაც ინოვაცია ყოველდღიურობაა, ხოლო შენი იდეები - რეალური პროდუქტის საფუძველი.
კასატრეიდი” საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ კარიერულად და პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ ჩვენს გუნდთან ერთად. თუ თქვენ უკვე ხართ პროფესიონალი, მაშინ მოგეცემათ უნიკალური შანსი მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

რატომ „კასატრეიდი“?
  • შექმენი „Made in Georgia“ პროდუქტი: გახდი იმ გუნდის წევრი, რომელიც ქმნის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.
  • ტექნოლოგიური მრავალფეროვნება: ჩვენთან გექნება უნიკალური შანსი იმუშაო როგორც სოფტ, ასევე ჰარდ სისტემებთან (STM, Atmega, Raspberry).
  • პროფესიული განვითარება: თუ დამწყები ხარ, ჩვენთან პროფესიონალად ჩამოყალიბდები; თუ უკვე ექსპერტი ხარ - მოგცემთ სრულ თავისუფლებას შენი პოტენციალის რეალიზებისთვის.
  • მასშტაბური გამოცდილება: მიიღებ ფასდაუდებელ ცოდნას დიდ მონაცემთა ბაზებთან (Big Data) მუშაობის პროცესში.
  • დაინახე შენი მუშაობის შედეგი: შენ შექმნი სისტემებს, რომლებიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას და რომლებსაც შენი მეგობრებიც კი გამოიყენებენ.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელზე ორიენტირებული, სუფთა და თანამედროვე ინტერფეისების შექმნა ვებ და მობილური პლატფორმებისთვის.
  • Wireframe-ების, ინტერაქტიული პროტოტიპებისა და High-fidelity მაკეტების მომზადება.
  • დეველოპერების გუნდთან (Java/PHP/Android) მჭიდრო თანამშრომლობა დიზაინის ტექნიკური შესრულების უზრუნველსაყოფად.
  • ერთიანი Design System-ის შექმნა და მხარდაჭერა ყველა პროდუქტისთვის.
  • მომხმარებელთა გამოცდილების ანალიზი და რთული სამუშაო პროცესების (Workflows) გამარტივება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი UI/UX დიზაინის მიმართულებით (Dashboard-ებთან ან SaaS პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად).
  • ინსტრუმენტები: Figma-ს სრულყოფილი ფლობა (Components, Auto-layouts, Variants).
  • უნარები: მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის პრინციპების, ტიპოგრაფიისა და ფერების თეორიის ღრმა ცოდნა.
  • არქიტექტურა: რთული ბიზნეს-პროცესებისთვის ლოგიკური სტრუქტურის შექმნის უნარი.
  • პორტფოლიო: აუცილებელია პორტფოლიოს წარმოდგენა, სადაც ჩანს სუფთა დიზაინი და გააზრებული UX გადაწყვეტილებები.

სასურველია (ჩაითვლება პლუსად):
  • მონაცემთა ვიზუალიზაციასთან (Charts/Graphs) მუშაობის გამოცდილება.
  • HTML/CSS-ის საბაზისო ცოდნა ტექნიკური შეზღუდვების უკეთ გასაგებად.
  • გამოცდილება IoT ან Fintech ინდუსტრიაში.

რას გთავაზობთ:
  • დისტანციური მუშაობა: სრული თავისუფლება სამუშაო ადგილის არჩევისას.
  • სერვის კონტრაქტი: გამჭვირვალე და სტაბილური B2B თანამშრომლობა.
  • კონკურენტული ანაზღაურება: თქვენი გამოცდილებისა და პორტფოლიოს შესაბამისად.
  • სტაბილურობა: გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ პროდუქტზე.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიოს ბმული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge

P.S. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ „subject”-ში „UI/UX Designer“.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
UI/UX დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები