ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საიტის ადმინისტრაციული ასისტენტი - ბათუმი
კომპანია: Tempo Holding
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ჩვენს შესახებ:
Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საიტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე ადმინისტრაციული და დოკუმენტბრუნვის პროცესების ორგანიზება და მართვა.
- კონტრაქტების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების და სხვა ტექნიკური/ადმინისტრაციული დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივირება.
- ობიექტზე შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება (Excel / ელექტრონული ბაზა).
- პროექტის მენეჯერისა და ობიექტის გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
- მიმოწერის წარმოება კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან.
- შეხვედრების ორგანიზება, ოქმების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება გუნდისთვის.
- დოკუმენტაციის დროული გადაცემა კომპანიის ცენტრალურ ოფისთან და კონტროლი მათი სრულყოფილად შევსებაზე.
- ობიექტზე თანამშრომლების სიების, დასწრების ან სხვა ადმინისტრაციული ჩანაწერების წარმოება საჭიროების შემთხვევაში.
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- დისციპლინა, კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – საიტის ადმინისტრაციული ასისტენტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!
