შემდეგი
დღეს - 31 მარ
დღის ცენტრის ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: dcfs.georgia@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
ფილანტროპია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):არაკომერციული
ფილანტროპია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ა (ა) ი პ „ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის პოზიციაზე.
ა.ა.ი.პ „ ბავშვი , ოჯახი , საზოგადოება ‘ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:
- 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები.
- ასევე, 18 წლის ზემოთ რთული ქცევის მქონე შშმ პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექსტის დამუშავებისას მოსწავლეს უკითხავს ტექსტს, სხვადასხვა სტარტეგიების დახმარებით უნიშნავს ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილებს;
- კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება;
- მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;
- უწევს ასისტირებას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში;
- ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას;
- ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლის გარეთ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობისას - შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობა და სხვა;
- ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებისას;
- ეხმარება მოსწავლეს სპეციალისტთა (მაგალითად, ოკუპაციური ან მეტყველების თერაპევტის) მიერ განსაზღვრული სავარჯიშოების და აქტივობების შესრულებისას;
- ზრუნავს საფრთხეების და ბარიერების მინიმუმამდე შემცირებაზე;
- ახორციელებს მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლების ან სპეციალისტების მიერ განსაზღვრული ქცევის მართვის პროგრამების მხარდაჭერას;
- ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას;
ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის ფუნქცია-მოვალეობაა, მომსახურება გაუწიოს ბენეფიციარს მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მოიცავდეს:
- რთული ქცევის მქონე ბენეფიციარების მხარდაჭერას თვითმოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაში;
- დახმარება კვებაში, პირადი ჰიგიენის დაცვასა და სხვა ყოველდღიურ საქმიანობებში;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზრუნავს საფრთხეების და ბარიერების მინიმუმამდე შემცირებაზე;
- ახორციელებს ბენეფიციარის მხარდაჭერას ცენტრის ყოველდღიურ დღის განრიგთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებისას;
- დღის ცენტრში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება ბავშვს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში;
- სპეციალური მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;
- ახორციელებს ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლების ან სპეციალისტების მიერ განსაზღვრული ქცევის მართვის პროგრამების მხარდაჭერას;
- დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების მხარდაჭერა;
კანდიდატის მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი)
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება
სასურველი უნარები:
- ემოციური სტაბილურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პოზიტიური და მხარდაჭერისკენ ორიენტირებული მიდგომა;
- საიმედოობა და პროფესიული ეთიკის მაღალი დონე;
- ბავშვის საჭიროებების აღქმისა და სათანადო რეაგირების უნარი.
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ, ინკლუზიურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას (ტრენინგები, კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები);
- სფეროს პროფესიონალებთან მუშაობას.
შერჩევის ეტაპები:
- ელექტრონული განაცხადების განხილვა
- გასაუბრება
განაცხადის წარდგენა:
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.03.2026
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com “subject” ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები