შემდეგი
09 მარ - 30 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება - მარკეტინგული კომუნიკაციების გუნდში,
პოზიცია: სტაჟირება, მარკეტინგული კომუნიკაციების გუნდში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით
ხანგრძლივობა: 6 თვე, ანაზღაურებადი
სს კრედო ბანკი 28 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 96 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
მიმართულების სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- სხვადასხვა პლატფორმისთვის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით სამუშაო ფაილების მომზადება და ადაპტაცია;
- საბეჭდი მასალების დიზაინის აწყობა და ბეჭდვისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნების დაცვა;
- მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საჭირო კონტენტის, მასალებისა და ვიზუალური ელემენტების მოძიება, შერჩევა და ეფექტური გამოყენება;
- AI პლატფორმების გამოყენებით ვიზუალური და ტექსტური კონტენტის გენერირება;
- ლეიაუთებისა და დიზაინ კონცეფციების შემუშავება;
- ბრენდის გაიდლაინების დაცვით პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისი ვიზუალური კონტენტის შექმნა;
- მარკეტინგისა და სხვა შიდა გუნდებთან თანამშრომლობა ვიზუალური მასალების მომზადების პროცესში;
- პრინტ დიზაინის (ბეჭდვისთვის ფაილების მომზადება)
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- განათლება: IV კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული - მარკეტინგის მიმართულებით.
ცოდნა და უნარები:
- UI/UX დიზაინის საფუძვლების ცოდნა;
- Microsoft Office;
- Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ცოდნა საწყის დონეზე;
- AI დიზაინის ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება (Midjourney, Firefly, ChatGPT და სხვ.)
- ბრიფის მიხედვით, დიზაინ კონცეფციების შექმნის უნარი;
- კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- ინგლისური და/ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი, 2026 წელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები