09 მარ - 30 მარ
SME კონტროლის ოფიცერი
ქუთაისი
საქართველოს მასშტაბით

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - SME კონტროლის ოფიცერი დასავლეთ საქართველოში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: SME კონტროლის ოფიცერი დასავლეთ საქართველოში
სამუშაო ადგილი: დასავლეთ საქართველოს ფილიალები

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით ასამდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლისდაწინსვლისშესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა,რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

პოზიციის მიზანი
SME კონტროლის ოფიცრების მთავარი მიზანია ორგანიზაციის მასშტაბით განახორციელოს მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების მონიტორინგი სს ,,კრედო ბანკის“ (კრედო) საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად.

ზოგადი პასუხისმგებლობები
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები
  • მონაცემთა ბაზიდან შესამოწმებელი მსესხებლების სიის შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
  • მსესხებელთან/თანამსესხებელთან/თავდებთან შეხვედრა და სესხის დოკუმენტაციის შემოწმება;
  • მსესხებელთან, თანამსესხებელთან და თავდებთან სატელეფონო მოკვლევის განხორციელება;
  • კრედოს პოლიტიკის შესაბამისად, შერჩეულ სესხებზე მონიტორინგის განხორციელება;
  • გაცემულ სესხებზე, სესხის დამუშავების ხარისხისა და პოლიტიკასთან შესაბამისობის დადგენა;
  • გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება სერვისცენტრებში;
  • მონიტორინგის შედეგების დამუშავება და ხელმძღვანელ რგოლთან წარდგენა;
  • სათანადო რეკომენდაციების მომზადება კრედოს მართვის ეფექტიანობის გაზრდისა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით;
  • წინასწარ დადგენილ ვადებში დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანად და ობიექტურად შესრულება;
  • გუნდის წევრებისთვის მოვალეობების ეფექტურად შესრულების მიზნით აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება/გაზიარება;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით);
  • აუცილებელი გამოცდილება: მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) სესხის ოფიცერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • კრედოს პოლიტიკისა და პროცედურების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • ბიზნეს პრინციპების გაგების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გუნდში ეფექტური და ეფექტიანი მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის სურვილი;
  • მივლინებისა და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შესაძლებლობა/სურვილი (დასავლეთ საქართველო);
  • ავტომობილისა და მართვის მოწმობის ფლობა;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2026 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები