დღეს - 07 აპრ
ვიპ
ბიზნეს განვითარების მენეჯერი / კლიენტების მოზიდვის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: gurami@orioncargo.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს ორიონ კარგო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბიზნეს განვითარების მენეჯერი / კლიენტების მოზიდვის სპეციალისტი
ლოკაცია: თბილისი, ბეჟან კალანდაძის ქუჩა, N5
დასაქმება: სრული განაკვეთი
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომლის მთავარი მიზანი იქნება ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
ეს პოზიცია არ არის ოპერაციული ლოჯისტიკის როლი
ეს არის ადამიანი, რომელიც ეძებს კლიენტებს, უკავშირდება მათ, სთავაზობს ჩვენს სერვისებს და შემოჰყავს კომპანია ახალი ტვირთებით.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური კომპანიების მოძიება (იმპორტიორები / ექსპორტიორები)
- კომპანიებთან დაკავშირება (ტელეფონი, ელფოსტა, LinkedIn და სხვ.)
- კომპანიის სერვისების შეთავაზება (ავია, სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვები)
- კლიენტის დაინტერესება და კომუნიკაციის გადაცემა ოპერაციულ გუნდთან
- შეხვედრების დანიშვნა და ურთიერთობის განვითარება
- საკუთარი კლიენტების ბაზის შექმნა და მართვა
კანდიდატის მიმართ მოთხოვნები
- კარგი კომუნიკაციის უნარი
- დამაჯერებლად საუბრის და გაყიდვის ნიჭი
- აქტიურობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- არ უნდა ეშინოდეს cold calls-ის
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
- რუსული ენა სასურველია
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნა
სამუშაო გრაფიკი
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
10:00 – 18:00
ანაზღაურება
ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი
5% მოზიდული კლიენტების შეკვეთების მოგებიდან
ბონუსი არის რეგულარული და არა ერთჯერადი თანამშრომელი იღებს პროცენტს ყველა იმ შეკვეთიდან, რომელსაც მისი მოზიდული კლიენტი გააკეთებს მომავალშიც
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:gurami@orioncargo.ge
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
