ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა, სამშენებლო მასალები ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი, ამანათის/ტვირთის მიწოდება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- მივლინებები: კი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 - 2000(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,საწვავის ხარჯების ანაზღაურება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა, სამშენებლო მასალები ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვიიმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი, ამანათის/ტვირთის მიწოდება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;
HSE Georgia აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, აჭარა-გურიის რეგიონში
ძირითადი მოვალეობები:
- კონტრაქტორ კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა
- რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება;
- თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის შემუშვება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დამკვეთი კომპანიის გარემოს და შრომის პროცესის თავისებურებებს;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება;
- შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების ჩატარების გეგმის შედგენა და დასაქმებულებისთვის შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- საჭირო გაზომვითი სამუშაოების ჩატარება (მიკროკლიმატის, ხმაურის და ა.შ);
- სწავლებების, ინსტრუქტაჟების ჩატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, დიპლომი;
- შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციების, სწავლებების ჩატარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა.
- ინგლისური ენების ცოდნა (სასურველი);
აუცილებელი პირობა:
- მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა (კომპანია აანაზღაურებს საწვავისა და ცვეთის ღირებულებას);
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@hsegeorgia.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, ასევე რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 579 37 00 33 / +995 599 34 29 68
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
