02 მარ - 24 მარ
პრობლემური სესხის ოფიცერი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სს კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრობლემური სესხების ოფიცერი(PD) ბოლნისში
სამუშაო ადგილი: ბოლნისი

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონულ იურისტთან
  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება (იურიდიული, ან ეკონომიური მიმართულებით);
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • სასურველია ავტომობილის ყოლა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განცხადების მიღების ვადა: 23 მარტი, 2026 წელი.
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები