დღეს - 31 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - ენები: ქართული
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას Stager-ის(საწყობის თანამშრომელის) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი – შაბათი ცვლები: 10:00 – 18:00 12:00 – 20:00
სამუშაო ადგილი : თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში აგროვებული პროდუქციის სწორად და დროულად განთავსება შესაბამის სადისტრიბუციო მისამართებზე, შეკვეთებისა და დოკუმენტაციის შესაბამისად;
- როლ-პალეტებზე განთავსებული პროდუქციის ოპტიმიზაცია (გადალაგება) მოცულობის, წონისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით;
- პროდუქციის სწორად განთავსების კონტროლი ტრანსპორტირებისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად;
- როლ-პალეტებზე პროდუქციის სტაბილურად დაფიქსირება დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ძირითადი მოთხოვნები:
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არასავალდებულო);
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/ihZzx
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
