დღეს - 01 აპრ
სტანდარტი
მძღოლის დამხმარე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: staff@zgvaludi.ge
ტელეფონი: +995 577 291 976
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 14 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის (მტვირთავი) პოზიციისთვის!
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 9:00–18:00
ანაზღაურება: პირველი თვე 1200ლ, შემდეგი თვიდან 1400ლ.
თქვენი ძირითადი ფუნქციები:
- მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
- შემოსული პროდუქციის დახარისხება შესაბამის ფილიალებში.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის სწორად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კომპანიის ავტომობილს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 291 976
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
