დღეს - 01 აპრ
სტანდარტი
საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: n.lezhava@ginoholding.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
უძრავი ქონების დეველოპერული პროექტი - „თბილისის ბულვარი“ აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
Web: https://tbilisiboulevard.com/ Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას 20
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას 20
პროექტის შესახებ:
„თბილისის ბულვარი“ პირველი სრულფასოვანი კურორტია ქალაქში რომელიც 30 ჰექტარზე ვითარდება და ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
Hotel Promenade წარმოადგენს Tbilisi Boulevard-ის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს სასტუმროს ინფრასტრუქტურას, პრემიუმ აპარტამენტებსა და ეკოლოგიურ გარემოს თბილისის ზღვის სანაპიროზე.
პროექტი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს - სრულად დასრულებული და აღჭურვილი აპარტამენტები საშუალებას აძლევს მფლობელებს დაუყოვნებლივ დაიწყონ სტაბილური შემოსავლის მიღება.
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უძრავი ქონების გაყიდვებზე საერთაშორისო ბაზრებზე (ევროპა, დსთ/CIS, GCC, სხვა საინვესტიციო რეგიონები), უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარებაზე და გარიგებების წარმატებით დახურვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საინვესტიციო პროდუქტის დამუშავება სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებისთვის
- საინვესტიციო პროდუქტის გაყიდვების მიზნით საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობა, ახალი გასაყიდი არხების განსაზღვრა და კონტაქტების მოძიება
- საინვესტიციო პროდუქტის შესახებ პრეზენტაციების მომზადება მარკეტინგის გუნდთან ერთად, პრეზენტაციების ჩატარება და საინვესტიციო კონსულტაციები
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა - ლიდიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე
- საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
- ახალი გაყიდვის არხების განვითარება
- CRM სისტემაში მონაცემების მართვა და რეპორტინგი
- გაყიდვების გეგმების შესრულება
გამოცდილება
- აუცილებელია გამოცდილბა საინვესტიციო პროდუქტის მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ბაზარზე მქონე გამოცდილ კანდიდატებს
- უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
- გარიგებების დახურვის პრაქტიკული გამოცდილება
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანაზღაურება
- კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი
- საბონუსე სისტემა
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: n.lezhava@ginoholding.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
