დღეს - 27 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
შიდა აუდიტი საბანკო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
შიდა აუდიტი საბანკოსხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შიდა აუდიტორი - საოპერაციო აუდიტის ჯგუფი
ადგილმდებარეობა: „სათაო / შიდა აუდიტი
მოქმედების ვადა: 13/03/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: „სათაო / შიდა აუდიტი
მოქმედების ვადა: 13/03/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა

- მონაწილეობას მიიღებ საოპერაციო მიმართულების აუდიტის გეგმის შემუშავებაში;
- განახორციელებ ბანკის სტრუქტურული ერთეულებისა და ფილიალების საოპერაციო საქმიანობის შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა აუდიტის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
- განახორციელებ კომპანიის საოპერაციო ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას;
- შეაფასებ ბიზნეს პროცესებში არსებული კონტროლების ადეკვატურობას და ეფექტურობას;
- შეაფასებ რეგულაციებთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის პოლიტიკებთან შესაბამისობას;
- მოახდენ კომუნიკაციას სხვადასხვა დეპარტამენტთან ინფორმაციის მოპოვების და კოორდინაციის მიზნით;
- მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე განსაზღვრავ პროცესში არსებულ ნაკლოვანებებს, დარღვევებს და გასცემ შესაბამის რეკომენდაციებს;
- განახორციელებ შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს აუდიტის პროცედურების შესაბამისად;
- მოამზადებ აუდიტის შედეგების საფუძველზე ანგარიშებს / დასკვნებს;
- უზრუნველყოფ აუდიტის შედეგების ეფექტურ კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან;
- იზრუნებ პროფესიულ განვითარებაზე შიდა აუდიტის სტანდარტების, ტექნიკებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმართულებით;
- შეასრულებ განყოფილების უფროსის / ჯგუფის უფროსის სხვადასხვა დავალებებს აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებით.
კვალიფიკაცია
ველოდებით გამოხმაურებას, თუ:
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, იურიდიული მიმართულებით);
- ბანკის საოპერაციო ბიზნეს პროცესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- რისკების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint);
- ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა;
- მარეგულირებლის მოთხოვნების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა.
- გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- იცი საბანკო ოპერაციების ძირითადი მიმართულებები და ასპექტები;
- გაქვს მუდმივი პერსონალური და პროფესიული განვითარების მზაობა;
- გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გაქვს ფარული რისკების იდენტიფიცირების უნარი;
- გაქვს დარღვევების, შეცდომებისა და რისკების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
- გაქვს კრიტიკული აზროვნების უნარი;
- შეგიძლია დროის ეფექტურად მართვა;
- გაქვს წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი უნარი.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xq-pB
ბუღალტერია / ფინანსები
შიდა აუდიტი
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში