შემდეგი
26 თებ - 12 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
მანუალ ტესტირება, ავტომატური ტესტირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
მანუალ ტესტირება, ავტომატური ტესტირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი,
რედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
ძირითადი მოვალეობები:
- პროგრამული პროდუქტის სპეციფიკაციების გარჩევა და ანალიზი
- ტექნიკური ამოცანის გარჩევა და ანალიზი
- ავტომატური ტესტ- ქეისების და ბაგ რეპორტების მომზადება
- პროგრამული პროდუქტის ხარისხზე და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა
- ტესტირების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და პრიორიტეტების განსაზღვრა
- ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება (Test Case/Check Lists, Test Plan)
- ახალი პრაქტიკების გაცნობა და მათი გამოყენება პროგრამული პროდუქტის გასაუმჯობესებლად
- მჭიდრო კომუნიკაცია გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან
- პროექტთან დაკავშირებული საჭირო სკრიპტების მომზადება და გაშვება
- პროექტის ტესტირების ვადების კონტროლი და რისკების შეფასება
- მენტორობის გაწევა და ცოდნის გაზიარება გუნდის წევრებისთვის
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ტესტირების პროცესების და მეთოდოლოგიების ცოდნა
- ავტომატურ ტესტირებაში 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
- კოდის ორგანიზება
- დიზაინ პატერნები
- API სერვისების ცოდნა
- SQL ცოდნა
- Postam ცოდნა
- Selenium ან Cypress ცოდნა
- Java ან JS საპროგრამო ენებიდან ერთ ერთის ცოდნა
- Zephyr Scale
- RestAssured with java
- რეპოზიტორთან მუშაობის გამოცდილება( Azure, GIT, GitLab)
- CI/CD პროცესების აწყობა და გამართვა სატესტო გარემოზე
- ბაგ რეპორტი და ხარვეზების იდენტიფიკაცია Allure-ს გამოყენებით
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
ინგლისურად წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
ვაკანსიის დედლაინი 2025 წლის 12 მარტი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმარების “ ღილაკის საშუალებით.
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მანუალ ტესტირება,
ავტომატური ტესტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები